საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, საქართველო არ არის “მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების მომხრეთა ხელმომწერებს შორის. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 17 დეკემბერს გამოქვეყნდა.
საბჭომ ე.წ. მაგნიტსკის სიაში მყოფი პირების წინააღმდეგ არსებული შეზღუდვები 2024 წლის 8 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს შემდეგმა კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე, EFTA-ს ქვეყნებმა: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრებმა.
37 წლის სერგეი მაგნიტსკი 2011 წელს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ციხეში ისე, რომ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. გავრცელებული ვარაუდით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობით დაიღუპა – მას პანკრეასის დაავადება ჰქონდა და აუცილებელ მედიკამენტზე უარი უთხრეს. დაღუპულის დედა შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილის გვამს ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, ხელებზე კი „შავი და ლურჯი“ ჰემატომები აღენიშნებოდა.
სწორედ ამის შემდეგ შეადგინეს 60- კაციანი სია [მაგნისტსკის სია], რომელიც შეიცავდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლების სახელებს. ბროუდერი აცხადებდა, რომ მაგნიტსკი ამ პირებმა აწამეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გამოააშკარავა მათი მილიონობით ევროს ოდენობის საგადასახადო მაქინაცია.