ახალი ამბები

უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამი ბავშვი დაბრუნდა

16 დეკემბერი, 2023 • 2419
უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამი ბავშვი დაბრუნდა

უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამი ბავშვი დაბრუნდა, წერს უკრაინსკა „პრავდა“ ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცზე დაყრდნობით.

ლუბინეცის განცხადებით, სამშობლოს დაუბრუნდნენ: 2008 და 2011 წელს დაბადებული ბავშვები.

„2008 წელს დაბადებული ბიჭი და 2011 წელს დაბადებული გოგონა ხერსონის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ, და-ძმა უკვე დედასთანაა. მესამე ბიჭი, ასევე 2011 წელს დაბადებული, ასევე დაუბრუნდა დედას. ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობით, დედამ იგი საქართველოდან წამოიყვანა. ბიჭს სურდა რუსეთში უკრაინიდან დედასთან დაბრუნებულიყო, მას შემდეგ, რაც მამამ [უკრაინიდან] უნებართვოდ გაიყვანა“, – წერს იგი.

ომბუდსმენის ცნობით, ბავშვების დაბრუნება მოხდა გეგმა Bring Kids Back UA-ს (დააბრუნეთ ბავშვები) ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ კატარი და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

გარეკანის ფოტოზე: უკრაინაში დაბრუნებული ბავშვები

მასალების გადაბეჭდვის წესი