სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოანი საქართველოს ულოცავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, უკრაინასა და მოლდოვას კი – გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
„ვულოცავ ჩემს კოლეგებს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან და ამ ქვეყნების ხალხს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ პრინციპებს“, – წერს იგი X-ში.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.
ამავე თემაზე: