ახალი ამბები

მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს – მწერლები

14 დეკემბერი, 2023 • 656
მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს – მწერლები

საქართველოს პენცენტრი ევროპულ საბჭოს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ხაზს უსვამენ, რომ დასავლურ ღირებულებებთან დაახლოება გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცულობას გულისხმობს.

“ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სრული უმრავლესობის არჩევანი და მიზანია. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირთან დაახლოება დასავლურ ღირებულებებთან დაახლოებას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცულობას გულისხმობს […]

მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ყველა იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ეხმარება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გაკვალვაში”, – ვკითხულობთ მწერლების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. გვანცა ჯობავა, გამომცემელი
2. ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი
3. მაია ცირამუა, მწერალი
4. ბესო სოლომანაშვილი, მწერალი
5. ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი
6. თინათინ მამულაშვილი, გამომცემელი
7. თამთა მელაშვილი, მწერალი
8. ია ჯინჭარაძე, პოეტი
9. რატი მუჯირი, მწერალი
10. მაკა კასრაძე, გამომცემელი
11. იაკი კაბე, მწერალი
12. სოფიო კუბლაშვილი, მწერალი
13. ალექსანდრე ქურხული, მწერალი
14. მაია ბადრიძე, მთარგმნელი
15. ქეთი ქანთარია, მთარგმნელი, გამომცემელი
16. შორენა ლებანიძე, მწერალი, ჟურნალისტი
17. მარი ბექაური, მწერალი, სცენარისტი
18. ნანა ტრაპაიძე, მწერალი
19. ნათია ორმოცაძე, მთარგმნელი
20. ივა ფეზუაშვილი, მწერალი
21. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი
22. პაატა შამუგია, მწერალი
23. ირაკლი ლომოური, მწერალი
24. მაია ალუდაური, გამომცემელი
25. ბექა ქურხული, მწერალი
26. ნესტან კვინიკაძე, მწერალი
27. ზურა პაპიაშვილი, მწერალი
28. ირმა შიოლაშვილი, მწერალი
29. ზაალ ანდრონიკაშვილი, პუბლიცისტი
30. ამირან ფაჩუაშვილი, მწერალი
31. ხათუნა თავდგირიძე, მწერალი
32. ლელა კოდალაშვილი, მწერალი
33. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
34. ნათია გიორგაძე, მწერალი
35. ელენე ჯაფარიძე, მწერალი
36. სალომე მაღლაკელიძე, ლიტერატურის მენეჯერი
37. ლევან ბერძენიშვილი, მწერალი
38. სალომე ბენიძე, მწერალი
39. ზურაბ ლეჟავა, მწერალი
40. ნანა გოგოლაშვილი, მთარგმნელი
41. ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
42. გია გოკიელი, მთარგმნელი
43. ლელა დუმბაძე, მთარგმნელი
44. ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი
45. ლაშა ბუღაძე, მწერალი
46. რუსუდან რუხაძე, მწერალი
47. თინათინ ასათიანი, გამომცემელი
48. თამარ კორკოტაშვილი, მწერალი, პერფორმერი
49. მაია თარგამაძე, მთარგმნელი
50. ლელა კურტანიძე, პოეტი
51. ნინო ჭინჭარაული, მხატვარი, მწერალი, მთარგმნელი
52. ელისო ჩუბინიშვილი საბავშვო ავტორი, ილუსტრატორი
53. ბექა ადამაშვილი, მწერალი
54. ანა კოპალიანი, მთარგმნელი
55. ხვიჩა ყალაბეგაშვილი, გამომცემელი
56. ანა ჯავახიშვილი, მწერალი
57. ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
58. ბათუ დანელია, პოეტი
59. ნატა ლომოური, საქართველოს პენცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
60. ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურათმცოდნე
61. ტორესა მოსი, მწერალი
62. დალილა გოგია, მთარგმნელი
63. თამუნა სუბელიანია, მთარგმნელი
64. მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი
65. მედეა იმერლიშვილის, პოეტი
66. ლანა კალანდია, მთარგმნელი
67. ნიკი თარხან-მოურავი, გამომცემელი
68. ხათუნა ჩხეიძე, მთარგმნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი