ახალი ამბები

სააკაშვილი შეუერთდა პრეზიდენტის კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“

13 დეკემბერი, 2023 • 1040
სააკაშვილი შეუერთდა პრეზიდენტის კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“

მიხეილ სააკაშვილი შეუერთდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“. როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, კამპანიის საბოლოო მიღებას ესწრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო. მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. გამარჯვების კოალიცია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას“, – წერს იგი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ საბოლოო მიღებისას, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის სიმბოლურად გადასცა ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები.

ღონისძიებაზე, რომელზეც პრეზიდენტმა პოლიტიკოსები, მოქმედი თუ ყოფილი მინისტრები და მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიწვია, მივიდნენ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი და რიგი ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

ზურაბიშვილი მათ წინაშე სიტყვითაც გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი