ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისის ცნობით, 100-მდე აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი დაფინანსდა

13 დეკემბერი, 2023 • 1549
თბილისის ცნობით, 100-მდე აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი დაფინანსდა

პარლამენტში გამოსვლისას შერიგების სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განცხადა, რომ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო/ბიზნესურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსებული და მიმდინარე პროექტების რიცხვი, ჯამში,  100-ს აღწევს.

“მშვიდობის ფონდის“ საქმიანობამოგეხსენებათ, 2020 წლის ბოლოს შემოსული 27 ბიზნესგანაცხადით დაიწყო და დღემდე გამოცხადებული 4 საგრანტო კონკურსის ფარგლებში 350 განაცხადზე გავრცელდა. მათ შორის, წელს შემოსული კვალიფიციური განაცხადების რაოდენობა 129-ს შეადგენს”.

მისივე თქმით, წელს ცვლილებები განხორციელდა გრანტების შესახებ კანონში.

“და ამგვარად, ფონდს, ფიზიკური პირების დაფინანსების გარდა, საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლება მიენიჭა. აღნიშნული განვითარება, ასევე, შესაძლებელს გახდის, ეტაპობრივად, მცირე და საშუალო ზომის ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნესპროექტების დაფინანსებას. მისასალმებელია, რომ ფონდის წარმატებული საქმიანობის კვალდაკვალ შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდეს საგრანტო კუთხით გამოყოფილი დახმარება”, – აცხადებს ახვლედიანი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი