ახალი ამბები

ისტერიკაშია და სიცრუეს ავრცელებს – კობახიძე გახარიაზე

12 დეკემბერი, 2023 • 732
ისტერიკაშია და სიცრუეს ავრცელებს – კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ისტერიკაშია“ და ამიტომ სიცრუეს ავრცელებს.

ასე გამოეხმაურა კობახიძე გახარიას განცხადებას, სადაც ექსპრემიერი ამბობს, რომ ქვეყნის გაზრდილი ეკონომიკა „20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის“.

„არასერიოზულია მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჭარბი 14 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყანაში გაჩნდა ანუ დამატებითი ეკონომიკური სიკეთე, წავიდა 20-25 კაცის ოჯახის ჯიბეებში. მან ის მაინც უნდა იცოდეს, რომ აქედან დაახლოებით მეოთხედი მარტო ბიუჯეტში მიდის, დანარჩენი უამრავ სექტორში ნაწილდება… ამას როცა 20-25 კაცის ჯიბეების გასქელებას ეძახის, ელემენტარულად პატივს არ სცემს საკუთარ ღირსებას, როგორც ეკონომისტის. მე მგონი, ასე ჰქვია მას – ეკონომისტი.

სამარცხვინოა მისი განცხადებები. ეს აჩვენებს ისტერიკას, რომ ეს კაცი არის ისტერიკაში, ამიტომ უზრდელობს შალვა პაპუაშვილის მიმართ და ამიტომ ავრცელებს იმ სიცრუეს, რომელიც არის მათემატიკურად დადასტურებული, რომ სიცრუეა“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.


ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი