ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აშშ-ს და ევროპას სურთ, ჩვენი დედაქალაქი იყოს თბილისში” – ბჟანია

12 დეკემბერი, 2023 • 1458
“აშშ-ს და ევროპას სურთ, ჩვენი დედაქალაქი იყოს თბილისში” – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დეპუტატებთან აფხაზეთის საშინაო და საგარეო საფრთხეებზე საუბრისას, განმარტავს, თუ რატომაა სასარგებლო რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები.

“დასავლეთს, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების სახით, აფხაზეთის მსოფლიო ნაწილად დანახვა არ სურს. მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმიურად მუშაობენ ამაზე. ეს იმიტომ უნდათ, რომ აჩვენონ მსოფლიოს, რომ რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარება არაფერს ნიშნავს. ასევე, იმისთვის, რომ დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ ისინი ფლობენ მათი პრობლემების გადაჭრის გასაღებს. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთი არ განვითარდეს”.

როგორც ბჟანია ამბობს, სწორედ ამიტომ არიან რუსეთთან ერთად და მასთან აწყობენ ურთიერთობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი