ახალი ამბები

ნავალნი რუსეთის საპატიმროდან გაქრა, ამბობს მისი გუნდი

12 დეკემბერი, 2023 • 1064
ნავალნი რუსეთის საპატიმროდან გაქრა, ამბობს მისი გუნდი

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან, სადაც გასული წლიდან იხდიდა სასჯელს და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია, აცხადებენ მისი წარმომადგენლები. 

ინფორმაციას როიტერსი და სხვა საერთაშორისო მედიებიც ავრცელებენ. 

ნავალნის წარმომადგენლები  მოელიან, რომ მას გადაიყვანენ “მკაცრი რეჟიმის” კოლონიაში, მას შემდეგ, რაც აგვისტოში დამატებით 19- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

როგორც როიტერსი აღნიშნავს, რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე პატიმრების მატარებლით გადაყვანის  პროცესს შეიძლება კვირები დასჭირდეს, ადვოკატები და ოჯახის წევრები კი ამ დროს მოკლებული არიან შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია პატიმრის ადგილმდებარეობის და ჯანმრთელების მდგომარეობის შესახებ მის დანიშნულების  ადგილზე მისვლამდე. ამიტომ ნავალნის წარმომადგენლებისთვის ამჟამად გაურკვეველია, სად იმყოფება რუსი ოპოზიციონერი და გადაჰყავთ თუ არა ახალ საპატიმროში. 

“ჩვენ არ ვიცით, სად არის ამჟამად. ის შეიძლება იყოს რომელიმე ციხეში ან სპეციალური რეჟიმის დაწესებულებაში. ასეთი დაახლოებით ოცდაათია რუსეთში. ჩვენ ვეცდებით მივიდეთ ყველა კოლონიაში და შევამოწმოთ, მოვძებნოთ ის”, – განუცხადა “როიტერსს” ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმუშიმ. 

შეერთებული შტატები უკვე გამოეხმაურა ამ ფაქტს და ღრმა შეშფოთება გამოთქვა. 

“ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ”, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი