ახალი ამბები

დიღომში ჰოკეის მოედანი უტენდეროდ აშენდება

7 დეკემბერი, 2023 • 905
დიღომში ჰოკეის მოედანი უტენდეროდ აშენდება

მას შემდეგ, რაც თბილისში ყინულის მოედნის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყინულის მოედანი ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში აშენდება.

ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებიდან ხდება ცნობილი.

საქართველოში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია დაგეგმილი, სწორედ ამ ღონისძიებისთვისაა საჭირო ყინულის მოედანი.

50 მილიონად ყინულის მოედნის ასაშენებლად ტენდერი ორჯერ (26 ივნისსა და 12 სექტემბერს) გამოცხადდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ამჟამად უწყება მოედნის აშენებას 28 520 000 მილიონად აპირებს, ვინაიდან აცხადებს, რომ მეორე ჩაშლილი ტენდერის შემდეგ ბაზრის კვლევა ხელმეორედ ჩაატარა.

მოედანი დიღომში უნდა აშენდეს და ის ჰოკეისთვისა და ციგურაობისთვის უნდა გამოიყენონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი