ახალი ამბები

აშშ-მა და უკრაინამ გააფორმეს შეთანხმება შეიარაღების საერთო წარმოებაზე

7 დეკემბერი, 2023 • 1497
აშშ-მა და უკრაინამ გააფორმეს შეთანხმება შეიარაღების საერთო წარმოებაზე

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება ქვეყნების თავდაცვითი და საწარმო მონაცემების გაცვლასა და შეიარაღების საერთო წარმოებაზე.

ამ ყველაფრის მიზანია უკრაინის შეიარაღებული ძალების [ЗСУ] ოპერატიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ხოლო საერთო წარმოება უნდა შეეხოს საჰაერო თავდაცვის, სარემონტო-ტექნიკური უზრუნველყოფის და ტყვია-წამლის სფეროებს.

შეთანხმების გაფორმებასთან ერთად, ვაშინგტონში აშშ-ის მთავრობამ ჩაატარა ამერიკულ-უკრიანული კონფერენცია თავდაცვისა და წარმოების საკითხებში. ღონისძიებას დაესწრო 350 ადამიანი აშშ-ის, უკრაინის და ევროპის მთავრობის თუ ბიზნესის წარმომადგენელი.

თეთრი სახლის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია, ფოკუსირება მოხდეს უკრაინის მხარდასაჭერი იარაღის წარმოების მნიშვნელოვან ზრდაზე, რითიც კიევმა უნდა უზრუნველყოს ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ხანგრძლივი თავდაცვისუნარიანობა და ეკონომიკური წარმატება.

შეთანხმება გაფორმდა იმ ფონზე, რომ აშშ-ის სენატმა კვლავ ვერ მიიღო კანონპროექტი უკრაინის დახმარებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი