ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

7 დეკემბერი, 2023 •
ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 2025 წლის აპრილის ნაცვლად, საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს დაინიშნა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა არჩევნების ვადამდე დანიშვნის მიზეზი.

უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წელს ჩატარდა. შემდეგი არჩევნები 7 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.

ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლის შემდეგ იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი