ახალი ამბები

არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები — სააკაშვილი ენმ-ში დაპირისპირებაზე

5 დეკემბერი, 2023 • 838
არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები — სააკაშვილი  ენმ-ში დაპირისპირებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებას ეხმაურება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ შიდა ინტრიგები არ აინტერესებს.

„ალბათ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან. მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა). ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები“, — ნათქვამია Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სააკაშვილის თქმით, ის ყოველთვის გახსნილია სხვადასხვა ადამიანისა და ჯგუფისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად „ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე თვეებია შიდა კონფლიქტის პირობებში მოქმედებს. თუკი თითქმის ერთი წლის წინ შიდაპარტიული ოპოზიციის მოთხოვნა მელიას გადადგომა იყო, დღეს უკვე ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნები გვესმის.

ამ თემაზე:

კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი