ახალი ამბები

EU-ს ინსტიტუტებს ქართველების გზავნილებს წიგნის სახით გადასცემენ — ღონისძიება ბრიუსელში

5 დეკემბერი, 2023 • 721
EU-ს ინსტიტუტებს ქართველების გზავნილებს წიგნის სახით გადასცემენ — ღონისძიება ბრიუსელში

„საქართველოს ევროპული ორბიტისა“ და Promote Georgia-ს ორგანიზებით, დღეს, 5 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 18 საათზე, ბრიუსელში გაიმართება საჯარო ღონისძიება —„საქართველოს ევროპული ხმა“.

ღონისძიების დასასრულს ევროკავშირის ინსტიტუებს წიგნის სახით სიმბოლურად გადასცემენ ქართველი ხალხის გზავნილებს, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“  საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ჩაწერა.

ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიების მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ხმის გაძლიერებით ევროკავშირის ქვეყნებში.

ღონისძიების მასპინძლები არიან ნინო ლომჯარია, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი და კრისტინა პიტალსკაია, Promote Georgia-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ:

  • ნანა მალაშხია, საჯარო მოხელე და სამოქალაქო აქტივისტი, 2023 წლის მარტის პროტესტების ერთ-ერთი მთავარი სახე;
  • დათო ტურაშვილი — ცნობილი ქართველი მწერალი;
  • ნინო კირთაძე — ქართველი და ფრანგი მსახიობი, კინორეჟისორი.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ამსტერდამში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ნატალია გაბუნია და ნიდერლანდელი მევიოლინე ვუტერ ვოსენი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი