ნატახტართან ორი მიკროავტობუსის ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.