ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ერთი ოკუპანტი მაინც მაჩვენეთ აქ” – გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი

4 დეკემბერი, 2023 • 6440
“ერთი ოკუპანტი მაინც მაჩვენეთ აქ” – გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია აცხადებს, რომ “ქართული მხარე ოკუპაციაზე მხოლოდ საჯარო განცხადებებში საუბრობს, რეალურად კი, ყველას ყველაფერი კარგად ესმის – ამბობენ, ეს თქვენი ტერიტორიაა, ეს ჩვენი ტერიტორიაა”.

“საჯაროდ ამბობენ, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია. ერთი ოკუპანტი მაინც მაჩვენეთ აქ, თუნდაც კაფეში მჯდომი ჯარისკაცი. მე პირადად ასეთებს ვერ ვხედავ, სერიოზულად. ამერიკული ტექნოლოგიებია ყველაფერი, სახელმძღვანელოები შექმნეს, სადაც აფხაზები და აფსუები გაყვეს. ამ 30 წელში გაზარდეს ახალგაზრდები, ვისაც სჯერა, რომ ეს ასეა”, – ამბობს ინტერვიუში ფილია.

რუსეთის ფედერაცია, რომელმაც 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთი, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ამ რეგიონებში ახორციელებს ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი