ახალი ამბები

უკრაინის არმია: რუსებმა ტყვედ ჩაბარებული უიარაღო უკრაინელი სამხედროები ჩაცხრილეს

3 დეკემბერი, 2023 •
უკრაინის არმია: რუსებმა ტყვედ ჩაბარებული უიარაღო უკრაინელი სამხედროები ჩაცხრილეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში ტყვედ ჩაბარებული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები მოკლეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდარით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმები და ჩაიდინა ომის დანაშაული:

„გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში ნაჩვენებია ორი უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯა, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ. ინფორმაციის გადამოწმებით დასტურდება, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუიარაღებელი ჯარისკაცები მოკლეს“ — ვკითხულობთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო, რომელზეც უკრაინის შეიარაღებული ძალები საუბრობს, თავდაპირველად „ტელეგრამ“ არხზე DeepState გავრცელდა. არხის ინფორმაციით, კადრები დონეცკის ოლქში, სტეპოვის მახლობლადაა გადაღებული, სადაც რუსეთის 45-ე ბატალიონს აქვს პოზიციები დაკავებული. „ტელეგრამ“ არხი წერდა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელების სანგარი აღმოაჩინეს და უკრაინელ ჯარისკაცებს საკმარისი ჩაბარება მოუხდათ:

„მას შემდეგ, რაც მეორე უკრაინელი ჯარისკაცი ამოდის სანგრიდან, რუსი ჯარისკაცები ორივეს ცხრილავენ“ — წერდა „ტელეგრამ“ არხი, სადაც ვიდეო გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი