ახალი ამბები

ზვიად რატიანს ავსტრიის სახელმწიფო მთარგმნელობითი პრემია გადაცა

1 დეკემბერი, 2023 •
ზვიად რატიანს ავსტრიის სახელმწიფო მთარგმნელობითი პრემია გადაცა

ქართველ პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს ავსტრიის ფედერალური მთავრობის 2023 წლის სახელმწიფო მთარგმნელობითი პრემია გადაცა.

როგორც გამომცემლობა „ინტელექტი“ წერს, – რომელმაც რატიანის ნათარგმნი ნაწარმოები გამოსცა, – მან ეს პრიზი ავსტრიული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, განსაკუთრებით რაინერ მარია რილკეს „დუინური ელეგიების“ ქართულ ენაზე თარგმნისთვის მიიღო.

პრიზი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯილდოს 10 000 ევროს ოდენობით.  ჯილდოს ავსტრიის კანცლერის სახელით გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი