ახალი ამბები

ხაბეიშვილს გადადგომისკენ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეებიც მოუწოდებენ

29 ნოემბერი, 2023 • 1478
ხაბეიშვილს გადადგომისკენ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეებიც მოუწოდებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარეები პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

მათ დღეს ერთობლივი ბრიფინგი ორხევის ოფისში გამართეს.

„ეს ის ცნობილი ოფისია, რომელიც მაისში დაგვიკეტეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელიასთან ერთად მივედით. თუმცა ოფისს ვინ ჩივის, ჩემ გვერდით დგანან ადამიანები, რომლებიც ახალმა მენეჯმენტმა გარიყა პარტიული სივრციდან“, — განაცხადა ბესო გაზდელიანმა და მიმართა ლევან ხაბეიშვილს:

„ჩემო მეგობარო ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები. არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა“.

მანამდე ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, ამბროლაურის, ქუთაისის, კასპის, ფოთის, მცხეთის, ახალციხის და მარნეულის საკრებულოებიდან. აღნიშნულს წინ უძღოდა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომ ნიკა მელია აღარაა პარტიის წევრი.

დღეს, 29 ნოემბერს, ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრები ენმ-ის მანიფესტზე ხელმოწერის შემთხვევაში პოლიტსაბჭოში დაბრუნებას შეძლებენ.

საკრებულოებში ენმ-ის წევრების ნაწილი ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი