აფხაზეთში ჩამოასვენეს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი აფხაზის ცხედარი.
როგორც აფხაზური მედია წერს, 1992 და 1988 წლებში დაბადებული შამილ დასანია და მარზაყან აჩბა “დონბასის გათავისუფლებისას” დაიღუპნენ.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან სამხედრო პირები და მოხალისეები. ამასთან, ოფიციალური განცხადებების შესაბამისად, რუსეთი არ ავალდებულებს აფხაზებსა და ოსებს, უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა მიიღონ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ორივე რეგიონიდან უკრაინაში რამდენიმე ათეული მებრძოლი დაიღუპა.