ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს”- ალიევი

28 ნოემბერი, 2023 • 1191
“აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს”- ალიევი

“აზერბაიჯანთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა და ნაბიჯებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს”,- ამის შესახებ, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს განუცხადა.

აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს 27 ნოემბერს დაურეკა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საუბარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის 15 ნოემბრის გამოსვლას წარმომადგენლობით პალატაში, სადაც მან თქვა, რომ აშშ-ში რიგი აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების ვიზიტები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში პროგრესის არქონის გამო უქმდება, რასაც აზერბაიჯანმა მიკერძოებული უწოდა – აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მან მხედველობაში მიიღო აშშ-ის განცხადება, “უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრებისა და კონტაქტების გაუქმებასთან დაკავშირებით და იმაზე, რომ “ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები აღარ იქნება ისეთივე, როგორიც იყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი