ახალი ამბები

„ოცნებამ“ გაგვაგებინოს, რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი ციხეში? — ლილუაშვილი

27 ნოემბერი, 2023 • 1550
„ოცნებამ“ გაგვაგებინოს, რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი ციხეში? — ლილუაშვილი

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებისგან“ ითხოვს ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სვამს კითხვას, რატომ არ აბრუნებენ მას ციხეში.

„მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოგვაწოდონ ინფორმაცია ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმიტომ, რომ თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ჯერ კიდევ რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმრო დაწესებულებაში?! მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ ახორციელებს სააკაშვილი ხელისუფლებისგან ნებადართულ საარჩევნო კამპანიას სასამართლოების საფარქვეშ. გარდა ამისა, არავის უკვირს ის რეკლამირება, რომელსაც სააკაშვილს უწევენ კობახიძე, მდინარაძე და კომპანია“, — განაცხადა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

დეპუტატის თქმით, „ქართულ ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” თანამშრომლობენ პოლიტიკასა და ბიზნესში, მათ შორის „ქოლ-ცენტრების“ საქმეში.

„გასაგებია, რომ ერთად ფულის კეთება უყვართ და კოჰაბიტაციის პიკში აგვიხსნან, ეს ითვალისწინებს თუ არა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებასაც ახლო მომავალში“, — განაცხადა ლილუაშვილმა.

მან არ გამორიცხა, სააკაშვილმა მოქალაქეებს ახალი წელი საავადმყოფოდან პირდაპირი ეთერით მიულოცოს და თქვა, რომ არ გაუკვირდება, „2024 წლის არჩევნების შიშმა „ქოცებს“ იგი ციხიდან გამოაშვებინოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი