ახალი ამბები

ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში – ბერბოკი

26 ნოემბერი, 2023 • 819
ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, თავიანთ გეოპოლიტიკურ ინტერესებშიცაა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა ეხებოდეს მოლდოვას, საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც.

ამის შესახებ მან 2024 წლის ევროპის არჩევნებისთვის „მწვანეთა“ პროგრამის შესახებ დებატებში განაცხადა. ბერბოკის სწორედ გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერია.

„დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია… ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ასევე უნდა ეხებოდეს მოლდოვას, საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპაში რუხი ზონები აღარ უნდა იყოს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკმა ასევე ისაუბრა უფრო ძლიერი და რეფორმირებული ევროკავშირის შექმნაზე და ხაზი გაუსვა კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპის ცვლილების საჭიროებას. მისი თქმით, საჭიროა „არა მხოლოდ უფრო ძლიერი კავშირი, არამედ რეფორმირებულიც“.

ანალენა ბერბოკის თქმით, დაგეგმილი გაფართოების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ შეძლონ ევროკავშირში დღეს მოქმედი ერთსულოვნების პრინციპის დაძლევა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო პოლიტიკაზეც გამოიყენება.

კერძოდ, ევროკავშირის პოლიტიკის თანახმად, საგარეო პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის გადაწყვეტილებების უმრავლესობა, მათ შორის გაფართოებასთან დაკავშირებითაც, კონსენსუსის საფუძველზე, ერთსულოვნად მიიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი