ახალი ამბები

კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაზარალებულები

25 ნოემბერი, 2023 • 1213
კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაზარალებულები

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის ძირითადი სამიზნე კიევი იყო. უკრაინის დედაქალაქს სხვადასხვა მხრიდან ირანული წარმოების, „შაჰიდის“ მოდელის დრონებით შეუტიეს.

როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, შეტევა 6 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა და ის იყო ყველაზე მასშტაბური რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტონ საფრენი აპარატების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, თუმცა მათი ნამსხვრევები დაეცა როგორც საბავშვო ბაღს, ისე — საცხოვრებელ სახლებს. საბავშვო ბაღში ამ დროს სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობდა.

უკრაინული მედიასაშუალება Hromadske იტყობინება, რომ კიევში საჰაერო შეტევამ რამდენიმე ადამიანში პანიკური შეტევა გამოიწვია, მათ შორის იყო 11 წლის ბავშვი, რომელსაც მედიკოსების დახმარება დასჭირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი