ახალი ამბები

საქართველოდან ყველაზე ხშირად საყიდლებზე გადიან, ყველაზე მეტჯერ — თურქეთში

24 ნოემბერი, 2023 • 3943
საქართველოდან ყველაზე ხშირად საყიდლებზე გადიან, ყველაზე მეტჯერ — თურქეთში

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აქედან 397.6 ათასი იყო ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით, ათასი; წყარო: საქსტატი

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთში (41,5%). შემდეგ მოდიან სომხეთი (16%), რუსეთი (14,4%), ევროკავშირის წევრი ქვეყნები (14%).

გასვლების უდიდესი ნაწილი — 45.4% — 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

წყარო: საქსტატი

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი