ახალი ამბები

აშშ უკრაინას $100 მილიონის ღირებულების იარაღსა და სხვა აღჭურვილობას მიაწვდის

21 ნოემბერი, 2023 • 1270
აშშ უკრაინას $100 მილიონის ღირებულების იარაღსა და სხვა აღჭურვილობას მიაწვდის

აშშ-ის გენერალურმა მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების შესახებ განაცხადა. ეს მოხდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის კიევში ვიზიტის პარალელურად.

ბლინკენის თანახმად, $100- მილიონიანი პაკეტი, რომელიც იარაღსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს, წარსულში შეთანხმებული დახმარების ნაწილია. გენერალური მდივნის სიტყვებით, ის განკუთვნილია “უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც თავის ქვეყანასა და თავისუფლებას იცავს რუსეთის აგრესიისაგან”.

პაკეტი მოიცავს MANPADS-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, M142 HIMARS-ის ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, Javelin-ის, TOW-ისა და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალას, ასევე, სათადარიგო ნაწილებს, დამხმარე აღჭურვილობას და სხვ.

ლოიდ ოსტინმა, რომლის კიევში ვიზიტიც წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა, უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ვაშინგტონი კიევის გვერდითაა.

“გზავნილი, რომელიც დღეს ჩამოგიტანეთ, ბატონო პრეზიდენტო, არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თქვენთანაა. ჩვენ დიდხანს დავრჩებით თქვენთან ერთად”, — მიმართა ოსტინმა ზელენსკის.

Reuters-ის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ოსტინის ვიზიტი “ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია” უკრაინისთვის.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ უკრაინას $44 მილიარდზე მეტით დაეხმარა, რათა ამ უკანასკნელს უსაფრთხოების კომპონენტი გაეძლიერებინა.


ცოტა ხნის წინ აშშ-ში მიიღეს მორიგი მოკლევადიანი საბიუჯეტო კანონპროექტი, რომლითაც იანვრის შუა რიცხვებამდე აიცილეს თავიდან მთავრობის მუშაობის შეჩერება.

თუმცა, ამავე კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული დახმარება უკრაინისთვის. ამ საკითხზე შეთანხმება აშშ-ში ბოლო ხანია, რესპუბლიკური პარტიის ნაწილის ოპოზიციის გამო უჭირთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი