ახალი ამბები

კიევს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია

20 ნოემბერი, 2023 • 1435
კიევს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია

კიევში აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ჩავიდა.

„დღეს აქ მნიშვნელოვანი გზავნილის გადმოსაცემად ჩამოვედი – აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ახლაც და მომავალშიც“, – წერს იგი X-ში.

ოსტინის თქმითვე, უკრაინაში ყოფნისას ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.


ცოტა ხნის წინ აშშ-ში მიიღეს მორიგი მოკლევადიანი საბიუჯეტო კანონპროექტი, რომლითაც იანვრის შუა რიცხვებამდე აიცილეს თავიდან მთავრობის მუშაობის შეჩერება. თუმცა ამავე კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული დახმარება უკრაინისთვის – ამ საკითხზე შეთანხმება აშშ-ში ბოლო ხანია, რესპუბლიკური პარტიის ნაწილის ოპოზიციის გამო უჭირთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი