ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გამოხატონ პროტესტი

17 ნოემბერი, 2023 • 24758
ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გამოხატონ პროტესტი

ცხინვალში არსებული დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას გონიერებისკენ მოუწოდებს საქართველოში რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით.

“საქართველოში რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტუალური საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია ესკალაციისკენ და უცხო ქვეყნების მთავრობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზციების მიერ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოწყობისკენ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ გონიერებისკენ”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ამასთან, КГБ აცხადებს, რომ “დაუშვებლად მიაჩნია რაიმე არასანქცირებული საჯარო და საზოგადოებრივი აქციის გამართვა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ორგანოების, ასევე რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოების საერთო კონტურის ფორმირებაზე ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი