ახალი ამბები

სპეცოპერაცია ბინების მძარცველი „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ ესპანეთში – დაკავებულია 30 პირზე მეტი

16 ნოემბერი, 2023 • 2323
სპეცოპერაცია ბინების მძარცველი „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ ესპანეთში – დაკავებულია 30 პირზე მეტი

ესპანეთის პოლიციამ, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და ინტერპოლთან ერთად, ჩაატარა ოპერაცია, რომლის სამიზნეც იყო „ქართული ორგანიზაცია, სახლების ძარცვისა და ფულის გათეთრების სპეციალიზაციით“. სამართალდამცველთა ცნობით, დაჯგუფება ძირითადად მოქმედებდა ბარსელონაში, აღნიშნავს „ელ პერიოდიკო“.

ოპერაციის ფარგლებში პოლიციელებმა 30-ზე მეტი ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში – მათ შორის გადამზიდ კომპანიაში, რომელსაც, სამართალდამცავთა ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა, კომპანიას იყენებდნენ მოპარული ნივთების გასაგზავნად.

ოპერაციაში, რომელსაც „სხოდკა“ უწოდეს, 350 პოლიციელს მიუღია მონაწილეობა. დაკავებულია 30-ზე მეტი პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი