ახალი ამბები

თბილისში, „რატის ბართან“ ორი ადამიანის დაჭრის ბრლდებით ერთი პირი დააკავეს

14 ნოემბერი, 2023 •
თბილისში, „რატის ბართან“ ორი ადამიანის დაჭრის ბრლდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში, „რატის ბართან“ ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს, ერთს კი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, 12 ნოემბერს მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი