ახალი ამბები

ახალქალაქში კაცი ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს

14 ნოემბერი, 2023 • 746
ახალქალაქში კაცი ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს

ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლამდე კაცი დააკავეს.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დაკავებული, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზე ქორწინების მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. დაზარალებულმა პოლიციას 10 ნოემბერს მიმართა და უთხრა, რომ კაცი ორ თვეზე მეტია, მოტაცებით ემუქრება.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება.

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი