ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთავრობის ცნობით, “დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი გრძელდება”

14 ნოემბერი, 2023 • 836
მთავრობის ცნობით, “დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი გრძელდება”

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს

ოფიციალური ცნობით, 2023-2025 წლებში განსახლების პროგრამებით, ჯამში, 13 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია.

როგორც მთავრობა აცხადებს, მიმდინარე პერიოდში: თბილისში 11 კორპუსი შენდება 2400 დევნილი ოჯახისთვის; ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება 1700 დევნილი ოჯახისთვის; რუსთავში 4 კორპუსი შენდება 800 დევნილი ოჯახისთვის; ქუთაისში 3 კორპუსი შენდება 720 დევნილი ოჯახისთვის; ბორჯომში 1 კორპუსი შენდება 150 დევნილი ოჯახისთვის.

ოფიციალური მონაცემებით, სულ რეგისტირებულია 92 079 დევნილი ოჯახი (286 442 დევნილი). ყოველწლურად, საშუალოდ, 2-3 ათასი დევნილი ოჯახი კმაყოფილდება საცხოვრებლით.

ნორმალური ცხოვრების მოლოდინში | დევნილთა უბინაობის პოლიტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი