ახალი ამბები

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დევიდ კემერონი დაინიშნა

13 ნოემბერი, 2023 • 1016
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დევიდ კემერონი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ცვლილებებია – საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ჯეიმზ კლევერლის  ჩაანაცვლებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი.

„მართალია, წინა ხაზის პოლიტიკაში ბოლო შვიდი წელია, არ ვყოფილვარ, იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება, როგორც კონსერვატორთა ლიდერის და პრემიერ-მინისტრის, ხელს შემიწყობს [ამჟამინდელი] პრემიერ-მინისტრის [რიში სუნაკის] დახმარებაში“, – ამბობს იგი.

კემერონმა აღნიშნა, რომ შეიძლება, არ ეთანხმებოდა სუნაკის ზოგ გადაწყვეტილებას, თუმცა დაამატა, რომ პრემიერ-მინისტრი „ძლიერი ლიდერია“.

დეივიდ კემერონი 2010-16 წლებში იყო ბრიტანეთის პრემიერი. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის [„ბრექსიტის“] რეფერენდუმის ჩატარებამდე მან თქვა, რომ დატოვებდა პოსტს, თუ ხალხი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერდა მხარს და ასეც მოიქცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი