ახალი ამბები

სოფელ ქეშალოში წუხელ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

12 ნოემბერი, 2023 • 2485
სოფელ ქეშალოში წუხელ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ ქეშალოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ბ.მ.

როგორც შსს აცხადებს, ბრალდებულმა 1994 წელს დაბადებული ჯ.მ ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღი მოკლა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 15 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი