ახალი ამბები

ყირიმში გავანადგურეთ ორი რუსული ჩქაროსნული კატერი – უკრაინის დაზვერვა

10 ნოემბერი, 2023 • 1301
ყირიმში გავანადგურეთ ორი რუსული ჩქაროსნული კატერი – უკრაინის დაზვერვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში 10 ნოემბრის ღამით უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს ორი რუსული ჩქაროსნული სადესანტო კატერი, ხოლო დაბა ჩერნომორსკოეში, სავარაუდოდ, დაიბომბა რუსეთის ყაზარმა, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.

ორი კატერის განადგურებას ადასტურებენ უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში. უწყების ცნობით, ოპერაცია სწორედ მათ ჩაატარეს.

მანამდე ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ იუწყებოდა, რომ ჩერნომორსკოეში 4-5 აფეთქების ხმა გაისმა და აღნიშნავდა, რომ დაიბომბა ჯარისკაცების ყაზარმა. თუმცა ამ ეტაპზე  ამ ინფორმაციას მხოლოდ ეს ტელეგრამ-არხი ავრცელებს.

რუსული ოფიციალური წყაროები, თავის მხრივ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ჩამოაგდეს ორი უკრაინული დრონი ყირიმის ცაში.

ბოლო თვეებია, უკრაინა აქტიურად ანხორციელებს შეტევებს ყირიმში განლაგებულ რუსულ ძალებსა და ტექნიკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი