ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

9 ნოემბერი, 2023 • 877
ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი რარიბაშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანეულ მაკრონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს“.

პრესრელიზის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა ამ გზაზე თანადგომისთვის; ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა და მაკრონმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, „იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად“.

ღარიბაშვილი პარიზში მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად იმყოფება. პარიზში აგრეთვე იქნება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი