ახალი ამბები

ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია შეეცდება ბრძოლის ველზე შედეგი წელსვე აჩვენოს

9 ნოემბერი, 2023 • 1195
ზელენსკის თქმით,  უკრაინის არმია შეეცდება ბრძოლის ველზე შედეგი წელსვე აჩვენოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები (ЗСУ) შეეცდება,  2023 წელსვე აჩვენოს შედეგი ბრძოლის ველზე.

„შევეცდებით, შედეგი ამავე წელს ვაჩვენოთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხალხს ყოველდღე ვკარგავთ“, – აღნიშნა მან Reuters NEXT-ის კონფერენციაზე და დაამატა, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინელებისას ხუთჯერ აღემატება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე უკრაინის პროგრესი მართლაც ნელია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ 2024 წლისთვის უკრაინას საბრძლო მოქმედებების კონკრეტული გეგმები აქვს.

„გვაქვს გეგმა. კონკრეტული ქალაქები, კონკრეტული მიმართულებები, რომლებისკენაც მივდივართ. ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ გვაქვს რამდენიმე ნელი წინსვლა სამხრეთით, აღმოსავლეთით. გვაქვს, ჩემი აზრით, კარგი [წინ გადადგმული ნაბიჯები] ხერსონის ოლქში. დარწმუნებული ვარ, წარმატება გველის“, – თქვა მან.

რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა კონფლიქტის დასასრულებლად მზადაა, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერორიტორიას დატოვებს.

ზელენსკის განცხადებებს წინ უძღოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინტერვიუ, რომელშიც თქვა, რომ ომი „ჩიხში შევიდა“ და პოზიციურ ომად იქცა. ზელენსკის თქმით,  არ თვლის, რომ ფრონტზე ამგვარი ვითარებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი