ახალი ამბები

„ეს შანსია საქართველოსთვის“ – რელიგიური ლიდერები სტატუსის მიღებაზე

9 ნოემბერი, 2023 • 1139
„ეს შანსია საქართველოსთვის“ – რელიგიური ლიდერები სტატუსის მიღებაზე

საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ეხმაურებიან ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მათი შეფასებით, ეს შანსია საქართველოსთვის, „შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, კულტურული მრავალფეროვნება, ტრადიციები და მყარად დაიცვას ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, ადამიანის ღირსება“.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო,

ყველას გილოცავთ ჩვენი სამშობლოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შესახებ ევროკომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას.

ყველას გულწრფელი მადლობა, ვინც ამ საშვილიშვილო საქმეში შეიტანა თავისი წვლილი.

ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნისათვის არის შანსი, შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, კულტურული მრავალფეროვნება, ტრადიციები და მყარად დაიცვას ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, ადამიანის ღირსება.

საამისოდ, ცხადია, წინ გრძელი და გზა გვაქვს ყველას ერთად გასავლელი: გზა მუყაითი შრომისა, ბეჯითი სწავლისა და გარჯისა.

დაე, უზენაესი ღმერთი შეგვეწიოს ყველას ამ საქმეში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • შეიხი მირტაგი ასადოვი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ეპისკოპოსი როლ ბარაისი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში
  • იმამი თამაზ მგელაძე, ბათუმის თავისუფლების მეჩეთის წინამძღოლი, მსოფლიო იმამთა საბჭოს წევრი
  • ქეთი ჩიკვილაძე და მიხეილ გრიშაშვილი, „დორ ლ’დორ“ პროგრესული იუდაიზმის ცენტრი
  • იმამი ჯამბულ აბულაძე, თავმჯდომარე, საქართველოს მუსლიმთა კავშირი
  • ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი, ევენგელურ-ბაპტისტური ეკლესია

მასალების გადაბეჭდვის წესი