ახალი ამბები

ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინასა და მოლდოვასთან გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრებაზე

8 ნოემბერი, 2023 • 1421
ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინასა და მოლდოვასთან გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრებაზე

ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია გასცა.

ურსულა ფონ დერ ლაიანის განცხადებით, უკრაინა განაგრძობს ქვეყნის ძირეულ რეფორმირებას ომის მიუხედავად და საჭირო ნაბიჯების 90% გადადგა.

„ამის საფუძველზე, ჩვენ დღეს საბჭოს რეკომენდაცია მივეცით, მოლაპარაკებები დაიწყოს უკრაინასთან. ჩვენ ასევე ვურჩევთ, რომ საბჭომ დაამტკიცოს მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდეგ, რაც უკრაინა დაასრულებს მიმდინარე რეფორმებს“, — განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკომისია ამ საკითხზე მოხსენებას 2024 წლის მარტში წარადგენს.

რაც შეეხება მოლდოვას, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო რეფორმის მიმართულებით, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში.

ევროკომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა საბჭოს, გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთანაც დაიწყოს მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობა მიღწეული იქნება.

უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ 2022 წლის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე. იმავე წლის ზაფხულში უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ – ევროპული პერსპექტივა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი მოსალოდნელია ევროკავშირის ლიდერების 14-15 დეკემბრის სამიტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი