ახალი ამბები

სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც უკრაინა აშშ-ის დახმარებას ვერ მიიღებდა

8 ნოემბერი, 2023 • 1411
სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც უკრაინა აშშ-ის დახმარებას ვერ მიიღებდა

აშშ-ის სენატმა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ მიიღო საბიუჯეტო კანონპროექტი, რომლითაც აშშ დახმარებას გამოუყოფდა ისრაელს, მაგრამ არა უკრაინას.

კანონპროექტს სენატში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და აღნიშნეს, რომ ისრაელთან ერთად, აშშ უკრაინასაც უნდა დაეხმაროს. რესპუბლიკელებმა, მართალია, მხარი დაუჭირეს კანონპროექტს – მიიჩნევენ რა, რომ ისრაელის დახმარების გადადება არ შეიძლება, თუმცა ასევე ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის დახმარების არგამოყოფას.

3 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ისრაელს 14 მილიარდი დოლარის დახმარება გამოეყოფა.

უკრაინისა და ისრაელის დახმარების გამიჯვნა და მათზე ცალკე-ცალკე ხმის მიცემა ახალი სპიკერის, მაიკ ჯონსონის ინიციატივა იყო რესპუბლიკელთა ფრაქციის დიდი ნაწილის მხარდაჭერის ფონზე. თუმცა ჯონსონი პირობას დებდა, რომ აშშ „არ მიატოვებს უკრაინას“.

მხარი ისრაელის დახმარების პაკეტს 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 196 იყო წინააღმდეგი. მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილისთვის კანონპროექტის მთავარი პრობლემა სწორედ უკრაინისთვის დახმარების არგამოყოფა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი