ბოლნისში, საბავშვო ბაღში 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტო არაგეგმურ ინსპექტირებას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ დღეს, 7 ნოემბერს გაავრცელა.

სააგენტოს ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის თაობაზე შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა.

შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის სეს-მა შეტყობინებაში დასახელებული სურსათისა და ნედლეულის ნიმუშები აიღო.

სეს-ის განცხადებით, შემთხვევის შესახებ დამატებითი ცნობებს მოგვიანებით გაავრცელებენ.