ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთის მონაწილეობა უკრაინის შესახებ კონფერენციაში დემონსტრაციული ანტირუსული ჟესტია”- ზახაროვა

3 ნოემბერი, 2023 • 1624
“სომხეთის მონაწილეობა უკრაინის შესახებ კონფერენციაში დემონსტრაციული ანტირუსული ჟესტია”- ზახაროვა

” უკრაინის შესახებ მალტის კონფერენციაში ერევნის მონაწილეობას მოსკოვი განიხილავს დემონსტრაციულ ანტირუსული ჟესტად “, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა მედიის კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, კიევი აქტიურად ცდილობს გაატაროს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შეთავაზებული დარეგულირების გეგმა მოსკოვის პოზიციის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისი საერთაშორისო კონსულტაციები კი, სადაც რუსეთი არ მიუწვევიათ, 24 ივნისს კოპენჰაგენში, შემდეგ კი 5-6 აგვისტოს საუდის არაბეთში ჩატარდა. უკანასკნელი შეხვედრა კი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მრჩეველთა დონეზე, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დაძლევის საკითხებს შეეხებოდა, 28-29 ოქტომბერს მალტაში გაიმართა.

როგორც ზახაროვა ამბობს, “ერევანში გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ საუბარია დემონსტრაციულ წათამაშებაზე მათთან, ვინც აგრესიულად ებრძვის რუსეთს, და სამწუხაროა, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელისუფლება მიზანმიმართულად და ბეჯითად ანგრევს ჩვენს სამოკავშირეო ურთიერთობებს, რასაც არც ისე დიდი ხნის წინ თავად უწოდა სომხეთის სტაბილურობისა და აღორძინების მნიშვნელოვანი ფაქტორი”.

2023 წლის 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული “ანტიტერორისტული ოპერაციასა” და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში სომხეთმა, კონკრეტულად კი ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი და რუსი სამშვიდოებოები დაადანაშაულა.

“სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს, ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა მოკავშირის ვალდებულებები, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პროცესში”, – ამის შესახებ რამდენიმე დღის The Wall Street Journal (WSJ)-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. 

“მოსკოვი ერევნისგან ფაშინიანის ინტერვიუზე განმარტებას მოელის” – პესკოვი

მასალების გადაბეჭდვის წესი