ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მოსკოვი ერევნისგან ფაშინიანის ინტერვიუზე განმარტებას მოელის” – პესკოვი

27 ოქტომბერი, 2023 •
“მოსკოვი ერევნისგან ფაშინიანის ინტერვიუზე განმარტებას მოელის” – პესკოვი

“მოსკოვი ერევნისგან მოელის ინფორმაციას შესახებ, თუ რას გულისხმობდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი “უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის დივერსიფიცირების” შესახებ”,-  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

“სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს, ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა მოკავშირის ვალდებულებები, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პროცესში”, – ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ)-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

“ამ შემთხვევაში, ჩვენ The Wall Street Journal-ს პირველწყაროდ ვერ განვიხილავთ, ამიტომაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა ისაუბრა ბატონმა ფაშინიანმა. და, რა თქმა უნდა, სიგიჟეა, რუსეთი და სომხეთი გაზეთის მეშვეობით, მით უმეტეს, Wall Street Journal-ით საუბრობდნენ. ამიტომ, ჩვენს სომეხ მეგობრებთან დიალოგს ვაგრძელებთ”.

The Wall Street Journal-ში ფაშინიანის ინტერვიუს გამოეხმაურა მარია ზახაროვაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, და გააკრიტიკა, ერთი მხრივ, ფაშინიანი,  მეორე მხრივ კი, დასავლეთი “პროვოკაციულ კითხვებზე პასუხების ამოქაჩვისთვის”.

ამასთან,  მისივე ცნობით, 25 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის დროებითი რწმუნებული იყო გამოძახებული სომხეთის საინფორმაციო სივრცეში ანტირუსული კამპანიისა და რუსეთის ხელისუფლებისა და რუსი სამშვიდობოების მისამართით სომხეთში გასული “ოდიოზური პუბლიკაციების”გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი