ახალი ამბები

გერმანიაში „ჰამასი“ და მასთან დაკავშირებული საქმიანობა აიკრძალება

2 ნოემბერი, 2023 • 800
გერმანიაში „ჰამასი“ და მასთან დაკავშირებული საქმიანობა აიკრძალება

გერმანიის მთავრობა კრძალავს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან“ დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას, განაცხადა დღეს, 2 ნოემბერს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

„დღეს სრულიად ავკრძალე ნებისმიერი საქმიანობა, დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომლის მიზანიც ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა“, – ციტირებს მას „ბი-ბი-სი“-ს რუსულენოვანი სამსახური.

ამგვარად, გერმანიაში „ჰამასის“ სახელით აქციების ჩატარება, ან მათი პროპაგანდის გავრცელება, სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული იქნება, აღნიშნავს გამოცემა.

ამასთან ერთად, ფეზერის ბრძანებით, პალესტინის მხარდამჭერი ქსელი „სამიდუნიც“ დაიშლება. კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, ამ ქსელის წევრები გერმანიის ქუჩებში ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას ზეიმობდნენ.

„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ გერმანია ისრაელის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი