ახალი ამბები

“ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა

1 ნოემბერი, 2023 • 1883
“ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა

თბილისში, “ავერსის” კლინიკიდან კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად მიყვანილი 3 პატიმარი შენობიდან გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კლინიკაში დაუდასტურეს.

კლინიკის ცნობით, ისინი გაქცევის მომენტში კლინიკის შენობაში იმყოფებოდნენ.

ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა პრესსამსახურში ჩვენს ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობენ.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელმა, ზაზა ზარანდიამ განაცხადა, რომ პასუხისგებაში მიეცემიან ის პირები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ამ საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი