ახალი ამბები

ხალხი კბილებს ვაღრჭიალებთ საცობებში და ავტობუსის ზოლში დაშხუილობენ მანქანები – ელისაშვილი

31 ოქტომბერი, 2023 • 5986
ხალხი კბილებს ვაღრჭიალებთ საცობებში და ავტობუსის ზოლში დაშხუილობენ მანქანები – ელისაშვილი

პარტია „მოქალაეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ თავის ახლობლებზე ახლებური „ნარუშილოვკა“ დაარიგა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ თბილისში, ავტობუსის ზოლში კანონდარღვევით იმოძრაონ.

ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„რას ვხედავთ ყოველდღე თბილისის ქუჩებში — კანონმორჩილი ხალხი ვდგავართ და კბილებს ვაღრჭიალებთ უსასრულო საცობებში. ამ დროს გავხედავთ ბასლეინს [ავტობუსის ზოლს] და ჩაიშხუილებს მანქანები, დაბურული ჯიპი, არაჯიპი… ძალიან რომ ჰგავს მთავრობის ხალხის მანქანებს, ზუსტად ისეთი მანქანები რატომ დაქრიან და დაშხუილობენ ამ საავტობუსო ზოლში?! და არანაირი რეაგირებაა.

ორ რამესთან გვაქვს საქმე — საპატრულო პოლიციამ უბრალოდ შეწყვიტა ფუნქციორება, ცაში ბუზებს ითვლიან და არ იმჩნევენ ამ განუკითხაობას, ან საქმე გვაქვს ახლებურ ე.წ. ნარუშილოვკასთან. ადრე პოლიცია გაგაჩერებდა და  თუ გქონდა ჯიბეში ე.წ. ნარუშილოვკა, ყველაფრის დარღვევის უფლება გქონდა და გაგატარებდნენ. ახლა ვიცით, რომ არსებობს პრაქტიკა – შსს კონკრეტული მანქანის ნომერს თუ ამოიღებს საერთო ბაზიდან, არცერთი კამერა არანაირ დარღვევას აღარ დაუფიქსირებს იმ მანქანას. როგორც ჩანს, ეს ახლებური „ტექნოლოგიური ნარუშილოვკა“ დაარიგა ხელისუფლებამ თავის ახლობლებზე და ამ განუკითხაობას ვუყურებთ.

თუ ავტობუსის ზოლია, მაშინ ყველამ დაიცვას წესები, ან გავაუქმოთ ეს ზოლი და რაღას გვაწვალებთ და გვხდით სულს საცობებში დგომით?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი