ახალი ამბები

ყირიმში ესროლეს ოლეგ ცარიოვს – რუსეთის მხარეზე გადასულ ყოფილ უკრაინელ დეპუტატს

27 ოქტომბერი, 2023 • 2505
ყირიმში ესროლეს ოლეგ ცარიოვს – რუსეთის მხარეზე გადასულ ყოფილ უკრაინელ დეპუტატს

ყირიმში ყოფილ უკრაინელ დეპუტატსა და დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერს, ოლეგ ცარიოვს თავს დაესხნენ, იტყობინება „მედუზა“.

რუსეთის მიერ დანიშნული, ზაპოროჟიის ოლქის უკანონო ხელმძღვანელის, ვლადიმერ როგოვის ცნობით, ცარიოვი ახლა რეანიმაციაშია და მისი მდგომარეობა „ძალიან მძიმეა“. როგოვის განცხადებით, ცარიოვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ცარიოვი 2002-14 წლებში უმაღლესი რადის დეპუტატი იყო, ხოლო ევრომაიდნისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთის მხარეს გადავიდა. 2014-15 წლებში იყო ე.წ. ნოვოროსიის პარლამენტის სპიკერი, სადაც შედიოდნენ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები.

უკრაინაში მას 2022 წელს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და სახელმწიფო წყობის დამხობის ბრალდებით. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია კოლაბორაციონიზმის ბრალდებითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი