ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს და ვერ ხედავს რუსული ბაზის საჭიროებას სომხეთში” – ფაშინიანი

26 ოქტომბერი, 2023 • 3266
“სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს და ვერ ხედავს რუსული ბაზის საჭიროებას სომხეთში” – ფაშინიანი

“სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს, ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა მოკავშირის ვალდებულებები, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პროცესში”, – ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ)-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

“ამ ვითარებებმა მიგვიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საჭიროა უსაფრთხოების სფეროში კავშირების  დივერსიფიცირება. ახლა ზუსტად ამას ვცდილობთ”.

ამასთან, როგორც ის ამბობს გამოცემასთან ინტერვიუში, უსაფრთხოების სფეროს დივერსიფიკაციაში არა მხოლოდ შეიარაღებას და სამხედრო მოკავშირეობას გულისხმობს, არამედ სტაბილურობის მიღწევას რეგიონში.

ფაშინიანის თქმივე, ამავე მიზეზით ამჟამად აღარ ხედავს რაიმე სარგებელს იმაში, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა არსებობდეს.

2023 წლის 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული “ანტიტერორისტული ოპერაციასა” და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში სომხეთმა, კონკრეტულად კი ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი და რუსი სამშვიდოებოები დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი