ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა სომხეთის მართვის მოწმობების აღიარებაზე უარი თქვა

24 ოქტომბერი, 2023 • 1658
რუსეთმა სომხეთის მართვის მოწმობების აღიარებაზე უარი თქვა

რუსეთს სახელმწიფო დუმის სატრანსპორტო და სატრანსპორტო სტრუქტურის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი ევგენი მოსკვიჩევი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ ინიცირებული და 2022 წლის ივნისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში შრომითი საქმიანობისას სომხეთის მართვის მოწმებების აღიარებას ითვალისწინებდა, ამჟამად რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. შესაბამისად, მისი განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, კანონპროექტით სომხეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი პრეფერენციები იყო გათვალისწინებული, თუმცა სომხეთის ხელისუფლებამ სომხეთში რუსული ენის სტატუსის გასამყარებლად ნაბიჯები არ გადადგა. ვოლოდინის თქმით, კანონპროექტის განხილვის საკითხიც სწორედ ამას უკავშირდება.

“ჩვენ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული გვაქვს ბელარუსთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან დაკავშირებით, რადგანაც რუსული ენა მათთან კონსტიტუციურად არის გამყარებული. რაც შეეხება სომხეთს, რას ვხედავთ: არ არსებობს რუსული ენის სტატუსი, უკანასკნელი გადაწყვეტილებები არ არის მიმართული ამ სფეროს განვითარებისთვის”.

“სომხეთში ანტირუსული განწყობები არასამთავრობოების მუშაობის შედეგია”

მასალების გადაბეჭდვის წესი