ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ის საგარეო მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ვიცით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სომხეთში ბოლო წლებში იყო შექმნილი, თუმცა წინა წლებშიც არ იყო ნაკლებობა. ეს ორგანიზაციები არ იქმნება სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით. პირიქით, მათი მიზანია ანტირუსული განწყობებისთვის ნიადაგის მომზადება და რეგიონში სომხეთის გზით აშშ-ის, ევროკავშირისა და NATO-ს წევრების ინტერესების გატარება. ამ მცდელობებით ისინი აღწევენ გარკვეულ შედეგებს”.